Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია გაფიცულ პედაგოგებს პასუხობს

თარიღი : 11-12-2015, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია ქალაქში არსებული ბაგა-ბაღების თანამშრომელთა გაფიცვას ეხმიანება.

როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ბაგა-ბაღების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებმაც ხელფასის მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მერმა შეხვედრისას აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 300 ათასი ლარი, რაც სკოლამდელ დაწესებულებეში ხელფასების მომატებას გულისხმობს.

"მიუხედავად ამისა, დღეს ქალაქში არსებული 35 საბავშვო ბაღიდან ოთხში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ჩვენ გვინდა ყველა პედაგოგს ვუთხრათ, რომ ასეთი დამოკიდებულება აზარალებს ბავშვებს, ამიტომ ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის კეთილდღეობაზე. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ბაგა-ბაღების დაფინანსება ქუთაისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს აშენდა 2 ახალი საბავშვო ბაღი. გარემონტდა რამდენიმე შენობა. ცვლილებები შეეხო კვების რეჟიმს, სადილს და სამხარს დაემატა საუზმე და გახდა სამჯერადი. პირველი ცვლის პედაგოგებს შრომა შეუმსუბუქდათ. დაემატა მეორე ცვლის აღმზრდელები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ცვლის პედაგოგი მუშაობს 3 საათამდე და არა 6 საათამდე, როგორც ეს ადრე ხდებოდა. 35 საბავშვო ბაღში 309 მეორე ცვლის პედაგოგი დაემატა. მათი დაფინანსება წლის მანზილზე 648 900ლარია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაგა-ბაღების დაფინანსება 2 790 000 ლარით გაიზარდა," - ნათქვამია ქალაქის მერიის განცხადებაში.


ნანახია: 1546-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად, რამდენიმე ბაღში მივიდა, სადაც საუზმის მომზადების
ნობათი ქალაქის 35 ბაღის 9 900-მა აღსაზრდელმა მიიღო.
ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში სწავლა 24 ივნისს შეწყდა. ორ საზაფხულო ბაგა-ბაღში კი 400 ბავშვია რეგისტრირებული.
ბაგა-ბაღების თანამშრომელთა გაფიცვას ქალაქის მერიაში მოგვიანებით განცხადებით უპასუხებენ.
#1 საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის ზაალ ხონელიძის ბრალდებებს ქალაქის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში პასუხობენ.
ქუთაისის 35 საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

ამინდი