Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დატბორილი სარდაფი და სასწავლო კლასებში მომრავლებული კოღოები-რა ხდება ქუთაისის საბავშვო ბაღში?

თარიღი : 11-12-2015, 01:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
10 დეკემბერს, ქუთაისის საკრებულოს წევრი, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ნატო ქათამაძე ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-17 ფილიალს სტუმრობდა. სტუმრობის მიზეზი აღნიშნული ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებისგან მაჟორიტარისთვის მიმართვა და დახმარების მოთხოვნა იყო.

მე-17 ბაგა-ბაღი, 660 ბავშვს ემსახურება. როგორც დაწესებულებაში დასაქმებულები აცხადებენ, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რაც დატბორილი სარდაფითაა განპირობებული. აღნიშნული ბაგა-ბაღი მდინარე ოღასკურას ესაზღვრება. როგორც ირკვევა, პრობლემას მდინარის მოუწესრიგებელი კალაპოტიდან გადმომავალი წყალი წარმოადგენს. წვიმიან ამინდში კი მდგომარეობაკიდევ უფრო საგრძნობი ხდება.

"შენობაში შესვლისთანავე იგძნობა ნესტისა და კანალიზაციის სუნი, რომლის სუნთქვა აღსაზრდელებს მთელი დღის განმავლობაში უწევთ. პედაგოგებისა და ტექნიკური პერსონალის არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, პრობლემის მოგვარება მათი ძალებით ვერ ხერხდება. სარდაფში მეტრამდე დაგუბებული წეყლის გამო, რომელიც წვიმიან ამინდში კიდევ უფრო ივსება, საკმაოდ ცივი დღეების მიუხედავად, ბაღის დერეფნებსა თუ სააღმზრდელო ოთახებში კოღოები და სხვა მწერები მრავლადაა, რაც ქმნის ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს",- აცხადებს ნატო ქათამაძე.

ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლის ქეთევან ძოწენიძის განმარტებით, მან არაერთხელ ჩააყენა საქმის კურსში, როგორც გაერთიანების, ისე ქალაქის ხელმძღვანელობა, მაგრამ პრობლემა დღემდე, პრობლემად რჩება.

ნატო ქათამაძე, ბაღის ადმინისტრაციასა და მშობლებს აღნიშნული საკითხის ქალაქის ხელისუფლებაში მოკვლევას და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარებას დაპირდა.


ნანახია: 2303-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული ხელმძღვანელების თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვს.
ახალი სასწავლო წლისთვის ქუთაისის 3 ბაგა-ბაღს მიშენებები მიემატა.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N17 ფილიალში სასწავლო პროცესი შეწყდა.
ნატო ქათამაძე მოსახლეობას აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად შესწავლას და წყალმომარაგების კომპანიასთან შუამდგომლობის წერილის

ამინდი