Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში საფრანგეთის სოლიდარობის კვირეული იმართება

თარიღი : 10-12-2015, 19:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფო"-ს მიერ პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტიდან 2015 წლის 13 დეკემბერს ერთი თვე სრულდება, რასთან დაკავშირებითაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოლიდარობის კვირეული ეწყობა.

სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში, წერეთლის უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. კვირეულის ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოს ეგიდით აწსუ-ს მოწვეულმა სპეციალისტმა ესთერ თეიმ ლექცია წაიკითხა თემაზე-,,ფრანგული კულტურა-ფრანგებისა და უცხოელების თვალით“. აღნიშნული ლექციის თემას წარმოადგენდა შემდეგი საკითხი: ,,რასთან ან ვისთან“ ასოცირდება ფრანგული კულტურა უცხოელებისთვის. შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე მცირე დისკუსია მოეწყო.

სოლოდარობის კვირეულის ფარგლებში, აწსუ-ს ჯგუფი "ჰაერობუსი" ესტუმრა. შეხვედრაზე ფრანგულ შანსონზე ისაუბრეს და შესაბამისი აკომპანიმენტით შეასრულეს ბაჩანა ჩაბრაძის თარგმნილი რამდენიმე შანსონი. შანსონი ომისშემდგომი პარიზის რეალობაში შეიქმნა და იმდროინდელ ყოფას გამოხატავდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ შანსონი დღესაც პოპილარულია-მრავალფეროვანი თემატიკიდან თუ მჟღერადობიდან გამომდინარე.

კვირეულის ფარგლებში აწსუ-ს უნივერსიტეტში ფილმების ჩვენება მოეწყო, გაიმართა საჯარო ლექციები სხვადასხვა თემატიკაზე, გამოიფინა ტერაქტის ამსახველი ფოტოები და შედგა ლიტერატურული საღამო.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1705-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოლიდარობის გამოსახატავად, ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებმა და სტუმრებმა ხელებით ქაღალდის ნაძვის ხე საფრანგეთის დროშის ფერებში
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული დასრულდა. კვირეულის მიმდინარეობის ერთი კვირის განმავლობაში
სახელოვნებო კვირეულის დახურვა წერეთლის უნივერსიტეტში.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
კვირეულის ფარგლებში კონკურსი- „ვინ უკეთ წერს“ და ვიქტორინა- „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“ ჩატარდა.
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს ფრანგულენოვანი სამყარო მარტის თვეში აღნიშნავს.

ამინდი