ქუთაისში, ბაგა-ბაღებში დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს აქცია ქუთაისში, ქალაქის მერიის შენობის წინ. ქალაქში არსებული 35 ბაღის თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ბაღებში გათბობის და წყლის პრობლემაა. ასევე, ჭარბია ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა. ამ წუთებში ბაღების თანამშრომლების ნაწილს ქალაქის მერი შოთა მურღულია ხვდება. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები სასწავლო პროცესის შეწყვეტით იმუქრებიან. მერიაში განმარტავენ, რომ აქცია პოლიტიკური ხასიათისაა და იანვრიდან მათი ხელფასების გაზრდისთვის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია.