"გირჩი" სამხედრო სამსახურის გაუქმების გარდა, მარიხუანას დეკრიმინალიზაციასაც ითხოვს
თარიღი : 10-12-2015, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

"უნდა გაუქმდეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური?", - აღნიშნულ თემაზე "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისში კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.
გამოკითხული 500 ადამიანიდან 70% სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას მხარს უჭერს. კვლევის ხელმძღვანელის გაგა ჩიხლაძის თქმით, გამოიკითხა ყველა ასკობრივი კატეგორია-სამხედრო სამსახურში უკვე მყოფი პირები, წვევამდელები, ქალბატონები თუ სტუდენტები.
"გირჩი"-ს წარმომადგენლების მიერ დასახელდა არგუმენტებიც, რომელთა გამოც ორგანიზაციაში თვლიან, რომ კანონპროექტი პარლამენტმა უნდა მიიღოს. კერძოდ, ადამიანები, რომლებიც თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს, 1000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრებათ. ქუთაისის მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით კი დასტურდება, რომ ქალაქის მასშტაბით სამხედრო კომისიაზე გასვლას თავი 500-ზე მეტმა ადამიანმა აარიდა.
"ასევე, არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ვალდებულო სამხედრო სამსახურგამოვლილი პირი გახდეს სრულფასოვანი ჯარისკაცი, რადგან საჭირო უნარების გამოსამუშავებლად არ არის საკმარისი ერთი წელი. განსაკუთრებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თუ რომელიმე ორგანიზაციაში ,,ვალმოხდილი“ პირი ვერ იქნება სრულყოფილი ჯარისკაცი. ქვეყანას სჭირდება გადამზადებული კადრები, რომ ქვეყნის სრულყოფილი დაცვა უზრუნველყონ,"-ამბობს ,,გირჩი“-ს ადვოკატი ვალერი თევდორაძე.
ორგანიზაცია "გირჩი"-ში ისიც განაცხადეს,რომ მზადდება მეორე კანონპროექტი მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე გადაგზავილია პარლამენტში და მალე დაიწყება საჯარო განხილვები.
თიკო ძოძუაშვილი