Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 65 დევნილი ოჯახი ბინის მფლობელი გახდა

თარიღი : 10-12-2015, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში რეაბილიტირებულ შენობაში 65 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
დადიანის ქუჩზე მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 2 587-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად კი, ის დევნილი ოჯახები შეირჩა, რომლებსაც ბინები გადაეცათ.
შენობაში სულ 65 ბინაა, აქედან 15-ერთოთახიანია, 40-ოროთახიანი და 10-სამოთახიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ქუთაისში, 2 000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 2 კორპუსი შენდება, სადაც ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს.


ნანახია: 2489-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დევნილთათვის განკუთვნილ შენობაში სულ 96 ბინაა, აქედან 12–ერთოთახიანი, 12–ოროთახიანი და 72–სამოთახიანი.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქუთაისის მერმა შოთა მუღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში,
კომისიამ ის 429 დევნილი ოჯახი უნდა შეარჩიოს, რომელიც ბინას მიიღებს.
ქუთაისში დევნილებს ბინები გადაეცემათ. ფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი დადიანის ქუჩაზე მდებარე ობიექტში ახალმოსახლეობას დღეს იზეიმებს.

ამინდი