Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდა

თარიღი : 9-10-2013, 21:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი არასრულწლოვანის ცხედარს ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარა. ოჯახის წევრების განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 16 წლის პატიმარი მოკლეს და შემდეგ ჩამოახრჩვეს. მათივე თქმით, ისინი პატიმარს იქამდე არ დაკრძალავენ, ვიდრე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ოჯახს არ მოინახულებს და გარდაცვალების ზუსტ მიზეზს არ ეტყვის.
"მიუხედავად იმისა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი შვილი მოკლულია და შემდეგ არის ჩამომხრჩვალი, ჩვენ ექსპერტიზა მაინც გავუკეთეთ, თუმცა ექსპერტიზის დასკვნამდე, ვინც გარდაცვლილი დაათვალიერა, ყველა ამბობს, რომ ის მოკლულია, რადგან, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, როცა მიცვალებული თავს იკლავს, მთლიანად შავი უნდა იყოს. ჩვენი ბიჭი კი როგორი თეთრიც იყო, ისეთია ახლაც. ვიდრე სოზარ სუბარი არ ჩამოვა და არ გვეტყვის, რომ მიცვალებული მოკლეს და შემდეგ ჩამოახრჩვეს, მანამდე გარდაცვლილს მიწას არ მივაბარებთ", - განაცხადა გარდაცვლილი პატიმრის ბიცოლამ თეონა ძველაიამ.
ცნობისთვის, 16 წლის არასრულწლოვანის გარდაცვალების შესახებ 2 დღის წინ გახდა ცნობილი. პრობაციის სამინიტროს ოფიციალური ინფორმაციით, პატიმარი საკანში მარტო იყო და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


ნანახია: 2277-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმარი არასრულწლოვანია და ის დაწესებულებაში
ოჯახის წევრები გარდაცვლილი პატიმრის დაკრძალვას სუბარის ჩასვლამდე არ აპირებენ. გარდაცვლილის ბიცოლის თეონა ძველაიაას განცხადებით
სოზარ სუბარმა გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს სენაკში პირადად მიუსამძიმრა.
"თითქმის დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი საპყრობილეში არ მოუკლავთ",-ამის შესახებ ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი არასრულწლოვნის
"წინასწარი ინფორმაციით, ეს სუიციდია, თანაც პრაქტიკულად, 24 საათი არ იყო გასული მისი შემოყვანიდან, თუმცა მისთვის ეს მეორე
როგორც პატიმრის მამამ განაცხადა, ის ყოფილი ხელისუფლებით კმაყოფილია, რადგან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მას სახლში ესტუმრა,

ამინდი