Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გარემოს დაცვის სამინისტროს საჩუქარი და ევროპის ხეივანი ხონში

თარიღი : 10-12-2015, 13:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ხონის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სატყეო და დეკორატიული ჯიშის 400-მდე მცენარის ნერგი გადმოსცა. 150 იფანის ნერგი ახალბედისეულის,ძეძილეთისა და დედალაურის ახლადაშენებული საბავშვო ბაღების ეზოებში დაირგო. ქალაქ ხონში , ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული გაზონი კი დეკორატიული მცენარის - ,, ტუიას,,- ნერგებით გამწვანდა.

აქციის ფარგლებში ახალი ნერგები დაირგო ქალაქის საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, დევნილთა სამხედრო დასახლებისა და მეორე საარტილერიო ბრიგადის ეზოებში. იფნის ნერგებით განახლდა ,, ევროპის ხეივანი,, .

საშემოდგომო გამწვანების აქცია ა(ა)იპ ხონის კომუნალური სერვის - ცენტრისა და ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის ოთარ ჯაფარიძის ორგანიზებით განხორციელდა. ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.


ნანახია: 1774-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონის მუნიციპალიტეტში საშემოდგომო გამწვანების აქციები გრძელდება.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით ქუთაისში, სხვადასხვა ჯიშის 3 400 ნერგი დაირგო.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით ქუთაისში, სხვადასხვა ჯიშის 3 400 ნერგი დაირგო.
გამგეობის მიერ ორგანიზებული აქციის ფარგლებში ბულვარის ტერიტორიაზე დეკორატიური ბზის ნერგები დაირგო.
აქციის ფარგლებში, 30-მდე მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.
აქციის ფარგლებში სოფელ ხრეითში 7 ათასამდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო.

ამინდი