Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში კერძო მესაკუთრეებს მაჟორიტარი დეპუტატის ახლობლები აშინებენ

თარიღი : 10-12-2015, 13:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული კერძო საკუთრების მეპატრონეები მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან.

აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე მაღაზიების მეპატრონეების თქმით, რამდენიმე დღეში რუსთაველის ქუჩაზე სილიკონ მანგანუმის ნარჩენების მოპოვებითი სამუშაოები უნდა დაიწყოს.

როგორც ინდმეწარმეები ამბობენ, მათ აქვთ ინფორმაცია,რომ სამუშაოების დაწყებისთანავე, ქუჩა გადაიკეტება და ასფალტის საფარის აღება მოხდება, რის შედეგადაც მომხმარებელი მაღაზიებამდე მისვლას ვეღარ შესძლებს. აღნიშნული კი კერძო მესაკუთრეების ერთადერთი პრობლემა არ არის. ადგილობრივების თქმით, რუსთაველის ქუჩაზე მანგანუმის მოპოვების გამო მძიმე ტექნიკამ უნდა იმუშაოს, რის შდეგადაც შესაძლებელია კაპიტალური შენობების დაზიანება მოხდეს.

"100-მდე კერძო მესაკუთრე დახმარებას ვითხოვთ. რამდნეიმე დღეში ამ გზას აყრიან, ჩვენთან კლიენტი ვეღარ შემოვა, აქ კი მძიმე ტექნიკა დაიწყებს მუშაობას. ყველას საბანკო სესხები გვაქვს, როგორ დავფარავთ ბანკის ვალებს არ ვიცით. ჩვემი სიმწრით აშენებული მაღაზიები კი შესაძლოა ისე დაზიანდეს, რომ მის შეკეთებას აზრი აღარ ჰქონდეს. ამ ხელისუფლებას სურს მიწასთან გაგვასწოროს. ძალოვანები ცალ-ცალკე გვემუქრებიან და საგადასახადო ინსპექციის მიერ დაჯარიმებით გვაშინებენ. უშუალოდ ორი ყოფილი პოლიციელი-გოჩა ჯიქიძე და გოჩა კაკოიშვილი აკეთებენ ამ ყველაფერს. ისინი ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი ქავთარაძის მარჯვენა ხელი არიან და ცხადია, სარგებელს ელიან ამ ყველაფრიდან,"- აცხადებენ კერძო მესკაუთრეები.

ზესტაფონის გამგებლის მოადგილის ნიკოლოზ კრავეიშვილის თქმით, კომპანია, რომელიც სილიკონ მანგანუმის ნარჩენების მოპოვებით სამუშაოებს განახორციელოებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარს დააგებს. მისივე თქმით, კერძო საკუთრების დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ყველა იმ ზარალს აანაზღაურებს, რაც ადგილობრივებს მიადგებათ.


ნანახია: 2527-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ყველას ბანკის სესხებები და ვალები გვაქვს, ამ ხელისუფლებამ კი ერთადერთი საარსებო წყაროც გადაგვიკეტა.
ზესტაფონის მერიაში ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე, ბაზრის ტერიტორიაზე საავტომობილო გზა არაერთხელ ჩაინგრა.
ფართების მეპატრონეები კომპენსაციებს ითხოვენ და მათი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. ტენდერის ჩატარება ზესტაფონის საკრებულოს
გზის ჩავარდნას სილიკომანგანუმის ნარჩენების უკანონო მოპოვებას უკავშირებს ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე.

ამინდი