Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვაგონში მცხოვრები 61 წლის ქალის ისტორია-სახლიდან რძალმა გამომაგდო

თარიღი : 10-12-2015, 12:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
61 წლის ნათელა ხუჭუა უკვე 15 წელია ავტოქარხანაში, ფურცელაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაგონში ცხოვრობს. ის სოციალურად დაუცველია და თავს მადლიერების სახლიდან მოტანილი საკვებით ირჩენს. ნათელა ხუჭუა topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვაგონი მისი თავშესაფარი მას შემდეგ გახდა, რაც სოფელში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდან რძალმა გამოაგდო.

http://topnews.com.ge/photo/news/20151210121441.png


"რამდენიმე მეზობლის დახმარებით რძალმა მოახერა და მამაჩემს ყველაფერი მის შვილზე, ჩემს ძმისშვილზე მიაცემინა. გადავწყვიტე მეჩივლა, თუმცა მითხრეს, რომ რადგანაც მამაჩემმა სახლი აჩუქა შვილიშვილს, სასამართლოში წილის მოთხოვნას არავითარი აზრი არ ჰქონდა. ამიტომ მივანებე თავი,"-ამბობს ნათელა ხუჭუა.

სახლში, რომელიც ვაგონს პირობითად შეიძლება ეწოდოს, ჩვენი რესპოდენტი ჯემალ ცერცვაძემ შეიფარა. მოხუცი შვილებთან ცხოვრებას აქ ყოფნას არჩევს. ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
http://topnews.com.ge/photo/news/20151210121521.png


"ეს ვაგონიც არ მექნებოდა, ეს ადამიანი მადლიერების სახლში რომ არ გამეცნო. ერთ ვაგონში ორი ადამიანი ვცხოვრობთ ახლა და გადის დღეები უშუქოდ, უწყლოდ, პატარა ღუმელის ანაბარა, წვიმის შიშით, წყალი რომ არ ჩამოვიდეს ვაგონში. სასმელ წყალს კი ხან მეზობლის სახლიდან და ხან ლტოლვილთა საცხოვრებლიდან ვეზიდები. დასარეცხად კი ნაწვიმარ წყალს ვიყენებ. დასახმარებლად მერიას მივმართე, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. პატარა საცხოვრებელი მინდა, სადაც წყალი არ ჩამომივა და ადამიანური საცხოვრებელი პირობა მექნება,"-ამბობს ნათელა ხუჭუა.

http://topnews.com.ge/photo/news/20151210121614.png


თამუნა სხულუხია


ნანახია: 2046-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის ფარგლებში, რომელსაც მხარი "მაკნატუნა"-მ დაუჭირა, ავტოქარხნის დასახლებაში, ვაგონში მცხოვრებ ორ პირს საკვები პროდუქტები
დახმარებას ვითხოვ, იქნებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი ხის ოთახი მაინც შემიჭედოს, რომ ღირსეულად ვიგრძნო თავი. მე ამ პირობებს
ჟენია ჟიშკარიანი 20 წელზე მეტია რკინის ვაგონში ცხოვროდა, მას გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
ქუთაისში, ზურაბ ანჯაფარიძის 19 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინადრები წყალმომარაგების კომპანის მხრიდან უსამართლობაზე
87 წლის ქალბატონი 22 წელია რკინის 4 კვ.მ რკინის ვაგონში ცხოვრობს, მას რამდენიმე თვე სოციალური შემწეობაც შეწყვეტილი ჰქონდა, თუმცა
ქუთაისში არსებული მადლიერების სახლის ბენეფიციართა სია 121 ადამიანით შემცირდა.