Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება იმერეთში? 10.12.2015

თარიღი : 10-12-2015, 00:02 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
11:00 საათი-ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულთან დაკავშირებით "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ოფისში შეხვედრა გაიმართება.

12:00 საათი- ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემის შეფასების პრეზენტაციას გამართავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობა.

13:00 საათი-"გირჩი"-ს ქუთაისის ოფისში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

14:00 საათი- .ქუთაისის ოპერის თეატრის წინ გიწვევთ მშვიდობიან აქციაზე, რომლის მიზანიცაა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, ეგრეთვე ერთად ავღნიშნოთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიღების დღე. აქციას ორგანიზებას საია-ს ქუთაისის ფილიალი უწევს.

14:00 საათი-საფრანგეთის სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლებლის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში საფრანგეთის საელჩოს ეგიდით,აწსუ მოწვეული სპეციალისტის ესტელ ფეის საჯარო ლექცია-"ფრანგული კულტურა-ფრანგებისა და უცხოელების თვალით" გაიმართება.

15:00 საათი: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე (კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე) საინფორმაციო კამპანიას გამართავს. ანალოგიური აქციები ქუთაისის გარდა საქართველოს 8 დიდ ქალაქში გაიმართება.

15:00 საათი- "რატომ სიტყვის თავისუფლება?”,- აღნიშნულ თემაზე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ლექცია გაიმართება. ლექციას „დოიჩე ველე აკადემიის“ ლექტორი პანდელი პანი წაიკითხავს. შეხვედრაზე განხილული იქნება თანამედროვე ჟურნალისტიკის სპეციფიკა, სიტყვის თავისუფლებისა და სამართლებრივი ჟურნალისტიკის დეტალები. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა პასუხს დაეთმობა, მსურველებს საშუალება ექნებათ პროფესორს სასურველი კითხვები დაუსვან, მათ შორის ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლის ევროპაში გაგრძელების თაობაზე. შეხვედრას მოდერირებას გაუწევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი და ბლოგერი ლაშა მესხი. ღონისძიებაზე, რომელსაც ორგანიზებას ”არტ ჰედ ჯგუფი” უწევს, დასწრება თავისუფალია.

16 საათი- ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, ნანა ჯეჯეიას წიგნის- "სადღაც გადარგული ბავშვობა" პრეზენტაცია გაიმართება.

17:00 საათი-საფრანგეთის სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი "უნიკინო" წარმოგიდგენთ მხატვრულ ფილმს "სახელმწიფოს მტერი".

თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.


ნანახია: 2187-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრაზე განხილული იქნება თანამედროვე ჟურნალისტიკის სპეციფიკა, სიტყვის თავისუფლებისა და სამართლებრივი ჟურნალისტიკის დეტალები.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი