სოფელ ტყაჩირში ოჯახს სახლს ატოვებინებენ
თარიღი : 9-12-2015, 23:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მცხოვრებ გივი არჩვაძეს საკუთარი სახლიდან ასახლებენ. როგორც ცნობილია, არჩვაძეს "საქართველოს ბანკი" 10 000 ლარს ედავება. აღნიშნული თანხიდან არჩვაძეების ოჯახს მხოლოდ 3 000 ლარი აქვს გადახდილი.
არჩვაძეების სახლიდან გამოსახლების მიზნით, დღეს ადგილზე აღმასრულებლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრები საცხოვრებლიდან ავეჯისა და კუთვნილი ნივთების გატანას აპროტესტებდნენ. საბოლოოდ, გამოსახლება რამდენიმე დღით გადაიდო. ამ პერიოდის განმავლობაში არჩვაძეებმა ბანკთან დავალიანების დაფარვის გზებსა და ვადებზე უნდა შეთანხმდნენ.
თიკო ძოძუაშვილი