"გირჩი"-ს რეიტინგი ბევრს აღიზიანებს
თარიღი : 9-12-2015, 23:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

იმერეთის ყოფილი გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი" პოლიტიკურ ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევს, ორგანიზაციაში პასუხობენ. მაქაცარიამ ისიც განაცხადა, რომ "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი შეცდომაში შეიყვანეს.
"ლაშა მაქაცარია ნამდვილად იდგა ჩემს გვერდით და სულ მეგონა, რომ ეს მეგობრობიდან გამომდინარე იყო და არა პარტიული მიზანშეწონილობით განპირობებული. არ ვაპირებ ჭორაობას და ჩემს ადგილს ამ ქალაქში განსაზღვრავს მომავალი. რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ ცენტრს, ფაქტია, მისი რეიტინგი ბევრს აღიზიანებს," - აცხადებს თემურ ცამციშვილი.
"ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ერთადერთს ვფიქრობ მარტივად, ეს ორგანიზაცია ვერაფერს მიაღწევს. ქუთაისში მათი წარმომადგენელია თემურ ცამციშვილი, რომელთანაც მე კარგი, მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მან ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად მიიღო. ეს ყველაფერი პოლიტიკასთან არაფერ შუაშია, რადგან მან არც პოლიტიკა იცის საბოლოო ჯამში, არც ის იცის რას ნიშნავს აკეთო ქალაქის საქმე. ის თუ რამეს აკეთებდა როდესაც იყო ქალაქის ხელმძღვანელობაში, ეს იყო დავალება, რომელსაც ის ასრულებდა. ამიტომ ის ვერაფერს ვერ მიაღწევს,"-განაცხადა ლაშა მაქაცარიამ.