"გირჩი" დაბალ დონეზე ბიძინა ივანიშვილს ემსახურება"

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ქუთაისში, "ახალი პოლიტიკური ცენტრის" –"გირჩი"–ს ფილიალის გახსნას ეხმაურება. Topnews.com.ge-სთან საუბარში მხარის პირველი პირის განცხადებით, "გირჩი" მარცხისთვის არის განწირული.
"ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ერთადერთს ვფიქრობ მარტივად, ეს ორგანიზაცია ვერაფერს მიაღწევს. ქუთაისში მათი წარმომადგენელია თემურ ცამციშვილი, რომელთანაც მე კარგი, მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მან ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად მიიღო. ეს ყველაფერი პოლიტიკასთან არაფერ შუაშია, რადგან მან არც პოლიტიკა იცის საბოლოო ჯამში, არც ის იცის რას ნიშნავს აკეთო ქალაქის საქმე. ის თუ რამეს აკეთებდა როდესაც იყო ქალაქის ხელმძღვანელობაში, ეს იყო დავალება, რომელსაც ის ასრულებდა. ამიტომ ის ვერაფერს ვერ მიაღწევს,"-ამბობს ლაშა მაქაცარია.
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თვლის, რომ "გირჩი" ხელისუფლების სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაციააა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორგანიზაცია ამ ხელისუფლების სატელიტია. თემურ ცამციშვილი ემსახურება ბიძინა ივანიშვილს დაბალ დონეზე. მან ყელაფერს გადაუსვა ხაზი. რა "გირჩი", ეს აბსოლუტური არასერიოზულობაა. დარწმუნებული ვარ, თემური მომავალში ინანებს ამ გადაწყვეტილებას. ის ვიღაცამ "დააბოლა", რადგან კარგად ვიცნობ თემურ ცამციშვილს. მას საერთოდ არ ესმის პოლიტიკა და მისი საქციელი ძალიან ბავშვურია. თვითონაც პატარა ბავშვია," – ამბობს ლაშა მაქაცარია.
ცნობისთვის, "გირჩი"–იგივე, "ახალი პოლიტიკური ცენტრი" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა დეპუტატებმა შექმნეს.
თამუნა სხულუხია