Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში ნაპოვნი უცნობი მამაკაცი ვინაობას ვერ ასახელებს

თარიღი : 9-10-2013, 16:05 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სამართალდამცველებმა წყალტუბოში 35-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცი იპოვეს, რომელიც თავის ვინაობას ვერ ასახელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცს სავარაუდოდ, სმენისა და მეტყველების პრობლემა აქვს. "2013 წლის 3 ოქტომბერს შსს-ს თანამშრომლებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე დაახლოებით, 35-დან 45 წლამდე ასაკის უცნობი მამაკაცი იპოვეს, რომელიც თავის ვინაობას ვერ ასახელებს, სავარაუდოდ, სმენის და მეტყველების პრობლემა აქვს. გარეგნობის აღწერილობა: ქართული იერსახის, თხელი აღნაგობის, სუსტი პირისახის, დაახლოებით 1,80 მ სიმაღლის, შავი-ჭაღარა მოკლე შეთხელებული თმით, შავი წვრილი რკალისებრი წარბებით, სწორი ცხვირით, თაფლისფერი თვალებით. განსაკუთრებული ნიშნები: არ აღენიშნება. ტანთ აცვია: მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის თეთრზოლიანი გრძელსახელოიანი პერანგი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი ელვაშესაკრავით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. აღნიშნული პიროვნების ამოცნობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს შემდეგ ნომრებზე: 577 52 66 18, 577 52 98 97.


ნანახია: 2029-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი ტელევიზია, ფერები, ავტობუსი, საიტი და ლოგო აქვს. ქუთაისის კლუბს ადიდასის ეკიპირება და სამი ფერის ფორმა
გარდაცვლილი დაახლოებით 60-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 36 შავი წერტილია.
სავარაუდოდ, 50 წლამდე მამაკაცი მდინარე ოღასკურას არხში ადგილობრივებმა დღეს დილით ნახეს.

ამინდი