ქუთაისის საჯარო სკოლამ ქალაქის მერს ანგარიში ჩააბარა
თარიღი : 9-12-2015, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის №3 საჯარო სკოლაში დღეს 2015 წელი შეაჯამეს. ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. სკოლის დირექტორმა თამაზ ჭაბუკიანმა მშობლებს, პედაგოგებსა და მოწვეულ სტუმრებს ტრიმესტრის შედეგები გააცნო. დღესვე, ქუთაისის მერიის ააიპ „ბოტანიკურ ბაღსა“ და №3 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, სკოლის საბუნებისმეტყველო გაკვეთილები ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში ჩატარდება.