"გირჩი" ქუთაისში გამოკითხვას განაგრძობს

"უნდა გაუქმდეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური?", - აღნიშნულ თემაზე "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისი ქალაქში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას განაგრძობს. "ახალი პოლიტიკური ცენტრი"-ს ქუთაისი ორგანიზაცის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა დღეს, ახალგაზრდებთან ერთად ქალაქის მასშტაბით გამოკითხვა რამდენიმე ადგილას ჩაატარა. ცნობისთვის, "გირჩი" ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების ინიციატივით გამოდის.