"დეპუტატ ლორთქიფანიძისთვის პიჯაკის სახელოს ჩამოხევა ჯდება პირადი თავისუფლების აღკვეთა"
თარიღი : 9-12-2015, 17:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის ჩამოხევასა და შეურცხყოფის მიყენებაში ბრალდებულების-ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული პირები უკვე ორი თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ინცინდენტი კი, რამაც ზემოთჩამოთვლილი პირების პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია, ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე მოხდა.
" ყოველდღე გვესმის და ვხედავთ, რომ ჩხუბებზე, ქურდობაზე, ჯიხურის დაყაჩაღებაზე, პირდაპირ ხელწერილით ათავისუფლებენ ხალხს, ჯარიმასაც არ ახდევინებენ. ამ ბიჭებს კი 7-8 წლის მუხლს ემუქრებიან. ნაცვლად იმისა, რომ 100 ან 500 ლარიანი ჯარიმით გაენთავისუფლებინათ, დააპატიმრეს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურია და "ნაციონალურ მოძრაობას"-თან არის დაკავშირებული. არ ვიცი რა განაჩენი დადგება, მაგრამ წესით უნდა გამოუშვან ეს ბიჭები. თუმცა ამ ხელისუფლებისას ვერ გაიგებ, ეს მოსამართლე პროკურორის ნებას ემორჩილება. თუ ხელისუფლება ხალხის ზეწოლამ შეაფიქრიანა, შეიძლება გამოუშვან კიდევაც. პიჯაკის გულისთვის დაიჭირეს ეს ბიჭები, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან, რომ შეცდომა დაუშვეს და მათ უნდათ პროტესტის გრძნობა ჩააქრონ ახალგაზრდებში, დააშინონ ისინი. ეს პროცესი სწორედ ამას ემსახურება და ეს უდანაშაულო ბიჭები ამ პროცესს ეწირებიან,"-ამბობს უმცირესობის წარმომადგენელი კობა სუბელიანი.
უმცირესობის წევრი გია თევდორაძე აღნიშნულ პროცესს აფსურდის თეატრს უწოდებს.
"ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი იწერება ახლა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. ეს არის შერჩევითი სამართლის ყველაზე კლასიკური სახე. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც დეპუტატი ქალისთვის თვალის ჩალურჯება და ცხვირიდან სისხლის დენა ჯდება პირობითი სასჯელი და ერთი დღეც არ დაუკავებიათ ის ადამიანი. დეპუტატი მამაკაცისთვის თავის გატეხვა, კვერცხის სროლა და სახეში გარტყმა პირდაპირ ეთერში, ჯდება 50-დან 100 ლარამდე და ამ დროს დეპუტატ ლორთქიფანიძისთვის, რადგან ის უმრავლესობის წევრია, პიჯაკის სახელოს ჩამოხევა ჯდება პირადი თავისუფლების აღკვეთა. მე ვფიქრობ, რომ ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის და ნამუსის ტყვე. ამ პროცესს შეიძლება დაერქვას ბიძინა ივანიშვილი დეისაძეს, გაბუნიას, ნარსიასა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. მე ვფქრომ, რომ ამ ყველაფერს მაინც ექნება კეთილი დასასრული. შეუძლებელია ქვეყანა ჩალით იყოს გადახურული. დღეს მიმდინარეობს ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტებზე, რადგან ივანიშვილს ჰქონდეს კომფორტული გარემო,"-ამბობს გია თევდორაძე.
თამუნა სხულუხია