ქუთაისსა და მიმდებარე სოფლებს ერთი დღით წყლის მიწოდება შეუწყდება

ქუთაისსა და მიმდებარე სოფლებს ერთი დღით წყლის მიწოდება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრი ავრცელებს. სერვის-ცენტრის დირექტორის მერაბ ბობოხიძის თქმით, ”ქალაქში არსებულ წყალმომარაგების ქსელებზე, 2015 წლის 10 დეკემბერს დაგეგმილი პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან გამომდინარე, წყლის მიწოდება შეუწყდება ქუთაისს და მის მიმდებარე სოფლებს 02:00 საათიდან 24:00 საათამდე,” - ამბობს მერაბ ბობოხიძე.