Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ სიტყვის თავისუფლება?-გერმანელი ლექტორის ლექცია ქუთაისში

თარიღი : 9-12-2015, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
"რატომ სიტყვის თავისუფლება?”,- აღნიშნულ თემაზე 10 დეკემბერს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ლექცია გაიმართება. ლექციას „დოიჩე ველე აკადემიის“ ლექტორი პანდელი პანი წაიკითხავს. შეხვედრაზე განხილული იქნება თანამედროვე ჟურნალისტიკის სპეციფიკა, სიტყვის თავისუფლებისა და სამართლებრივი ჟურნალისტიკის დეტალები. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა პასუხს დაეთმობა, მსურველებს საშუალება ექნებათ პროფესორს სასურველი კითხვები დაუსვან, მათ შორის ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლის ევროპაში გაგრძელების თაობაზე. შეხვედრას მოდერირებას გაუწევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი და ბლოგერი ლაშა მესხი. ღონისძიებაზე, რომელსაც ორგანიზებას ”არტ ჰედ ჯგუფი” უწევს, დასწრება თავისუფალია. ლექცია 15:00 საათზე არის ჩანიშნული.


ნანახია: 2255-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას სახელით ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების მიღება

ამინდი