Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მაღაროებში არსებული მდგომარეობით შრომის მონიტორები დაინტერესდნენ [VIDEO]

თარიღი : 9-12-2015, 00:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქალაქ ჭიათურაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის მონიტორები შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს სამთო გამამდიდრებელ კომბინატში შრომის პირობებს გაეცნენ.
საქართველოს მთავრობის „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია შრომის მონიტორებთან ერთად დაესწრო შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში შრომის პირობების მონიტორინგის პროცესს.
"მნიშვნელოვანია, რომ დღეს პირველი შრომითი ინსპექტირება მოხდა. აქამდე მსგავსი ვიზიტები არ გვქონია. მადლობა მინდა გადავუხადო დამსაქმებლებს, რომლებმაც გამოხატეს სურვილი, ჩამოვსულიყავით ადგილზე და გვენახა, თუ როგორ პირობებში მუშაოებენ მაღროელები,"- აცხადებს ელზა ჯგერენაია.
ჭიათურაში მდებარე სტალინის მაღაროში დასაქმებულები კი აცხადებენ, რომ მათი მთავარი პრობლემა სპეციალური ფორმების არარსებობაა. მაღროელების თქმით, სპეცფორმებს 6 თვეში ერთხელ უცვლიან, რაც საკმარისი არ არის.
"6 თვეში ერთხელ გვიცვლიან ფორმას. 24 საათი ტალახში ვართ, არ გვყოფნის. ტანისამოსიც იხევა და "ვალინკებიც" ცვდება, ამათ კიდევ ამას ვერ შეაგნებიებ,"- აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი.
"ჭიათური მანგანეზის" ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ შრომითი ნორმები მაღაროებში მაქსიმალურად არის დაცული, რაც შეეხება სპეცფორმებს, მაღაროელებისათვის მისი შეცვლა მოთხოვნისთანავე ხდება.



ნანახია: 1798-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
ისინი ადგილზე ეცნობიან დასაქმებულების სამუშაო გარემოს. აკვირდებიან, რამდენად არის შრომითი უსაფრთხოება დაცული და მონიტორინგს
რა გახდა დაგეგმილი გაფიცვის ჩაშლის მიზეზი?
დაღუპული მეშახტეები 14 მაისს დაკრძალეს.
აქციის მონაწილეები შრომის ღირსეულ ანაზღაურებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.

ამინდი