შსს-ს რეგულაცია ურჩი მძღოლებისთვის- ყველა გაუფრთხილდება მართვის მოწმობას

შინაგან საქმეთა სამინისტრო ურჩი მძღოლების მიმართ ახალ რეგულაციას ამზადებს. მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა მართვის მოწმობას წლიურად 100 ქულა დაერიცხება, ხოლო ყველა დარღვევას კოეფიციენტი - 3, 5, 10 ან 25 ქულა მიენიჭება.
" გააჩნია, რამდენად მძიმე და სახიფათო დარღვევაა. დაჯარიმების პარალელურად, მძღოლს ქულა ავტომატურად ჩამოაკლდება. ხოლო თუ იმდენჯერ არღვევს და თან ისე სახიფათოდ, რომ 100 ქულა წელიწადში არ ჰყოფნის, კარგავს მართვის მოწმობას და თავიდან უწევს მისი აღება. ეს სიახლე ბოლომდე აღმოფხვრის დაუსჯელობის სინდრომს. "ჯარიმა გადავიხადე და მშვიდად ვარ, კიდევ შემიძლია დავარღვიო და კიდევ გადავიხდი, არა უშავს", - ეს პრინციპი ვეღარ იმუშავებს. ყველა გაუფრთხილდება მართვის მოწმობას," - არჩილ თალაკვაძე.