Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"facebook-ის ქურდები" სამართალდამცავებმა პასუხისგებაში მისცეს

თარიღი : 8-12-2015, 18:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გამო ორი პირი დააკავა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ მიმდინარე წლის თებერვალში, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების მიზნით, სოციალური ქსელი „facebook“-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი დაამზადეს დომეინით – htt://facebook-photos.ga/gggg44. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელ „facebook“-ში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს ათავსებდნენ, სადაც ბმულის სახით მათ მიერ დამზადებულ ვებგვერდს უთითებდნენ. დაინტერესებული მომხმარებელი აღნიშნული პოსტის გახსნის შემთხვევაში, ბმულზე გადასვლისას, ყალბ გვერდზე ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაციას გადიოდნენ. ავტორიზაციისას „facebook“-ის მომხმარებლის სახელი, პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ამ ბატონების მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია „facebook.com“-ის 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი. უკანონოდ მოპოვებული, ზემოხსენებული მონაცემების გამოყენებით, ეჭვმიტანილები უნებართვოდ აღწევდნენ სოციალური ქსელი „facebook“-ის მომხმარებელთა გვერდებზე და აღნიშნულ მომხმარებლებს მის მიერ სპეციალურად, რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მათ სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს, შეაღწიეს და დაშვების პაროლები შეუცვალეს „facebook.com“-ის მომხმარებლებს. შემდეგ აღნიშნული მომხმარებლების სახელით, მათი პროფილებიდან რეკლამებს პოსტავდნენ, რაშიც რეკლამის დამკვეთისაგან ანაზღაურებას იღებდნენ.
ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კომპიუტერულ სისტემებში აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული, „facebook.com“-ის 1210 მომხმარებლის სახელი და პაროლი


ნანახია: 1745-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსოფლიოში უმსხვილეს სოციალური ქსელში გავრცელდა ახალი ვირუსი.
ინფორმაციას ამის შესხებ სოციალურ ქსელ facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.
"ვამხილოთ თაღლითი იპოთეკარები," - სოციალურ ქსელ facebook-ში ამგვარი სახელწოდებით არსებულ ჯგუფში მასშტაბური აქცია ანონსდება.
მოხეტიალე წიგნების "სახეტიალოდ გაშვებას" დღეს ქუთაისელი მწერლები, ბლოგერები და სხვადასხვა დაწესებულებების მენეჯერებიც შეურთდნენ.
სოციალურ ქსელში განხილვის საგანია ქუთაისის საკრებულოს facebook გვერდზე ატვირთული ფოტო.
ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის მიერ თანამდებობის დატოვებას შეფასებები სოციალურ ქსელ facebook-ში მოჰყვა.

ამინდი