სპორტული და კულტურული ააიპების თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდებათ
თარიღი : 8-12-2015, 17:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ვიცე-მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ ქალაქის მერიის სპორტული და კულტურული ააიპების თანამშრომლებს ატესტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო. ატესტაციის პირველი ეტაპი, ტესტირება, რომელსაც ააიპების ადმინისტრაციებში დასაქმებულები გაივლიან, 13 დეკემბერს ჩატარდება.
"დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ ატესტაციასთან დაკავშირებულ თანამშრომლებს გაეგოთ ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ატესტაციასთან.
პირველი ეტაპი ეს არის ტესტირება, რომელიც ჩატარდება ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე. ერთი კვირის შემდეგ იქნება მეორე ეტაპი გასაუბრების სახით, რომელიც ააიპების მიხედვით ჩატარდება. ტესტირება 100 კითხვისაგან შედგება. აქედან 50 არის საკანონმდებლო, 50 კი მათემატიკური და სხვა ლოგიკური უნარ-ჩვევებისგან შემდგარი საკითხია. გამსვლელი ქულა ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ბაგა-ბაღების ააიპის შემთხვევაში, 65 ქულა არის," - ამბობს კოტე ქავთარაძე.
ვიცე-მერის განცხადებით, კონკურსები გაგრძელდება და პროცესი ეტაპობრივად ქალაქის მერიას დაქვემდებარებულ ყველა არაკომერციულ, არამომგებიან, იურიდიულ პირს შეეხება.