Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მრავალშვილიანი დედა საცხოვრებლის დაკანონებას ითხოვს

თარიღი : 8-12-2015, 14:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედა ხათუნა ქარსელაძე ამჟამინდელი საცხოვრებლის დაკანონებას ითხოვს. ქარსელაძე, წლებია ნიკეის ქუჩაზე, #12 -ში ცხოვრობს. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია 2010 წელს განხორციელდა. რეაბილიტაციის შემდეგ კორპუსში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ, ხოლო ამავე კორპუსში მცხოვრები 6 ოჯახი საცხოვრებლის დაკანონების გარეშე დარჩა.

"ჩვენ დახმარება ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს, ქუთაისის მერიას. ქუთაისის მერმა გვითხრა: შეგიძლიათ იცხოვროთ, მაგრამ არ დაგიკანონებთ ამ ფართსო. მერს შემდეგ ეკონომიკის საინისტროსთან შუამდგომლობა ვთხოვეთ, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ. ფართის დაკანონებას უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ ვითხოვ. ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ დაუკანონებელ ბინაში ვცხოვრობ. არ ვიცი ვისია ეს ბინა, ჩემია თუ მთავრობის? არ მიკანონებენ და აპირებენ ალბათ რაღაცას. შეიძლება უსახლკაროდაც კი დამტოვონ, "-ამბობს ხათუნა ქარსელაძე.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში აცხადებენ, რომ ნიკეას #12 კორპუსი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არის განკუთვნილი. სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ თუ ოჯახმა ფართის დაკანონებაზე ქალაქის მერის შუამდგომლობა სთხოვა, ადგილობრივ ხელისუფლებაში მას აღნიშნულზე უარს არ ეტყოდნენ.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2062-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონში, 134 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს რეაბილიტირებულ კორპუსში საცხოვრებელი ბინები გადასცეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში,
დარეჯან ურთმელიძე ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვს.
იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებლებს მომავალ თვეში გადასცემენ.

ამინდი