Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი ახალ წელს ძველი ნაძვის ხით შეხვდება

თარიღი : 8-12-2015, 10:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ახალ წელთან დაკავშირებით სამზადისი დაიწყო.

ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქს მიმდინარე წელს ახალი ნაძვის ხე არ ექნება. ძველი, 3 ნაძვის ხე კი ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე განთავსდება.

სახალწლოდ ქალაქის მოსართავად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 000 ლარი გამოიყო. აღნიშნულ თანხაში შედის საახალწლო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, საახალწლო აქსესუარების დემონტაჟი.

"სამწუხაოდ ნაძვის ხე ახალი არ იქნება, მაგრამ იქნება ის ძველი ნაძვის ხეები, რომელიც ჰქონდა ქალაქს და ნორმალურ მდგომარეობაშია. ერთი მესხიშვილის თეატრის წინ დაიდგმება აუცილებლად. მეორე ცისფერყანწელთა ქუჩაზე, მესამე ნაძვის ხის მდებარეობაზე კი მერიის კულტურის სამსახურთან ერთად შევთანხმდებით. საახალწლო აქსესუარებით ქალაქის მორთვა უკვე დაიწყო," - აცხადებს მალხაზ ბასილაძე.

საახალწლო აქსესუარებით ქუთაისის მორთვა 22 დეკემბერს დასრულდება.


ნანახია: 2568-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის განცხადებით, საახალწლო აქსესუარების დემონტაჟი ქალაქის
ქუთაისის მერია საახალწლო სამზადისისათვის 52 000 ლარს დახარჯავს.
საახალწლო ნაძვის ხეს მომავალ კვირაში გააწყობენ.
ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი იხარჯება.
რეაბილიტირებულ უბანში კი ახალი ნაძვის ხე დაიდგმება.

ამინდი