"რიმა, ნანული და 90-იანები", -თემურ ცამციშვილის ბლოგი

საინფორმაციო სააგენტო Topnews com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით ,,ბლოგი“, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ფართო საზოგადოებას ,,გაანდოს განცდები და ემოციები“ მისივე შემოქმედებით ან უბრალოდ, გამოთქვას თავისი აზრი სხვადასხვა საკითხზე. რუბრიკა ,,ბლოგი“-ს სტუმარი "ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილია.
90-იანები, სიცივე, შიმშილი, პურის გრძელი რიგები, უშუქობა, დიზელის გამათბობელი, "სიგუას" ნამცხვარი, ორთქლზე გაახლებული ძველი პურის ნაჭრები, ტელევიზორში ( უშუქობის მიზეზით) იშვიათად თვალმოკრული რეკლამები „ბაუნტზე“..., „ ტურბოს ნაკლეიკები“ , თამაში „ ჯეირანი“, უხელფასო აგრესიული პედაგოგები, მილიონიანი კუპონის კუპიურები, ტოტალური შიმშილი, ძალადობა, აგრესია, მრისხანება, ზიზღი, წართმეული ბავშვობა, უპერსპექტივო მომავალი, არასტაბილურობის ყოველწამიერი შეგრძნება, ჯოგურ ინსტქიტებზე დაყვანილი საზოგადოება, მიგრანტი ქალების ზურგზე გადავლილი პრობლემები, მამაცი დედების მიერ გადარჩენილი შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახები.
მახსოვს, საქართველოს მაშინდელი პირველი ლედის, ნანული შევარდნაძის განცხადება- ჭკვიან დიასახლისს 7- ლარიანი პენსია უნდა ეყოს ერთი თვის მანძილზე.
მაშინ ბავშვმა ვერ გავაანალიზე ვიღაც გაპრანჭულმა, მძიმე ბეჭდებით ხელებდახუნძლულმა ქალმა რა სთქვა, მაგრამ ის ვიცოდი, რომ დედაჩემი ჭკვიანი იყო და 7 ლარი რატომღაც თვის მანძილზე არ გვყოფნიდა.
როცა ოჯახში 7 ლარი დაგვრჩა შემოსავალი, დედა იტალიაში წავიდა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. დედაჩემი სკაიპით ესწრებოდა ჩვენს დაბადების დღეებს და ვირტუალურად ნახა შვილიშვილის შეძენა. დისტანციის შევსება რთულია, უჭირს, მაგრამ უძლებს იმიტომ, რომ დედაჩემი ჭკვიანთან ერთად ძლიერია. მისი წილი საქართველო იტალიაში წაიღო, იტალიელ ბავშვებს ქართული ჰიმნი და ლექსები ასწავლა, გააცნო, შეაყვარა მათთვის უცნობი საქართველო და ერთგვარად ქართული კულტურის მისიონერად იქცა.
ბევრი რამ შეიცვალა... დღეს რეკლამებით არ წარმოვიდგენთ შოკოლადის გემოს, აღარც პურს ვაახლებთ ორთქლზე. მოთხოვნა გაიზარდა, მეტიც გავიგეთ, ცხოვრება მოგვინდა, ვარსებობთ, გავიზარდეთ, ვიბრძვით, მაგრამ ათასობით სოციალურად დაუცველი, იძულებით გამოსახლებული თუ ლეიკემიით დაავადებული ისევ შიმშილს ებრძვის. ჩვენ კი ისევ ვისმენთ- 1.18 თეთრი უნდა ეყოს ერთ ადამიანს დღეში. ამჯერად აცხადებს რიმა ბერიძე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
ქალბატონო რიმა! დედაჩემი ისევ იტალიაშია, რადგან ლარი და თვრამეტი ოჯახის სარჩენად საკმარისი არ არის. რა ქნას იმ ხალხმა, ვისაც არ აქვს სახლი, ვისაც ისევ შია, სცივა და სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, თოვლის ბაბუას წერილში შოკოლადის მოტანას სთხოვს აიპედის ნაცვლად?. რა ვქნათ ჩვენ, ვისაც ამდენი ხანია დედები საზღვრებს მიღმა გვყავს ოჯახის სარჩენად და ვცდილობთ ამაზე არ ვიფიქროთ, რადგან გვრცხვენია, რომ დედებივით ძლიერები ვერ აღმოვჩნდით. იქნებ გვაკმაროთ ის ცინიზმი, რასაც ეკონომიკურად დეგრადირებული საქართველო გვთავაზობს. თუ ამას ვერ ასწორებთ, განცხადებები მაინც შეწტყვიტეთ. თქვენ ხომ არ იცით ერთი ლარით ცხოვრება რა არის!
R