ქუთაისის ოპერის თეატრის პიარმა თანამდებობა დატოვა
თარიღი : 7-12-2015, 19:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. ოპერის თეატრის პიარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აკაკი ანდღულაძემ თანამდებობა დატოვა.
"დავასრულე მორიგი საინტერესო და საკმაოდ რთული ეტაპი. ვფიქრობ, ის დრო, რაც ამ ეტაპს დავუთმე, ყველაფრის მიუხედავად ორმხრივად სასარგებლო იყო - როგორც ჩემთვის, ასევე თეატრისთვის. ახლა ვემზადები ახალი, უფრო საინტერესო და შესაძლოა, კიდევ უფრო, რთული გამოწვევისთვის. ვფიქრობ, ვიდრე ახალ "ხიფათს" გადავეყრები, ცოტა პაუზა არ მაწყენს - ამ შუალედში საკუთარი თავისთვისაც უფრო მეტად მოვიცლი. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ვუსურვებ წარმატებას და მაყურებლის სიყვარულს!," – აცხადებს ანდღულაძე.