"სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ, მანამდე კი ღამეს მერიაში გავათევ"

ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვს.
დახუნდარიძის თქმით, მას ოჯახის წევრი ავად ჰყავს და მის პრობლემაზე საუბარი სურდა, თუმცა ქალაქის მერმა არ მიიღო. როგორც დახუნდარიძე ამბობს, მის ოჯახს უკიდურესად უჭირს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მათ არ ეხმარება.
„მურღულია ბანდიტო, გარეთ გამოდი. ხალხის არჩეული ხარ და ხალხს გაურბიხარ. მინდოდა შოთასთან შეხვედრა და ჩემს პრობლემებზე საუბარი, თუმცა არ მიმიღო. საშინელ დღეში ვარ. სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ. მანამდე კი ღამეს მერიაში გავათევ, მანამ ქალაქის მერი შენობას არ დატოვებს“, - განაცხადა მარინა დახუნდარიძემ.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული, რომელიც ქალბატონს დამშვიდებისკენ მოუწოდებს.