"რამდენიმე ასეული ათასი ამ ხელისუფლებამ ქარს გაატანა, ჩვენ კი წყურვილით ვიხრჩობით"

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, მათ სოფელს ათეულობით წელი სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა. მიმდინარე წელს კი რეგიონული განვითარების სამინისტროს რეკომენდაციით, ფინანსთა სამინისტროდან ნახევარ მილიონ ლარამდე გამოიყო, რათა სოფელში სასმელი წყალი გაეყვანათ. როგორც მოსახლეობა აცხადებს, სოფელში მილები გაიყვანეს, თუმცა წყალი მათ ამ დრომდე არ მიეწოდება.
"რამდენიმე ასეული ათასი ლარი ამ ხელისუფლებამ ქარს გაატანა. ჩაატარეს ზაფხულში სამუშაოები. გვითხრეს, რომ მორჩა თქვენი პრობლემა მოგვარებულია, წყალი გექნებათო, მაგრამ შენც არ მომიკვდე. მილებში წყალი თვალით არავის უნახავს. გამგებელი გვეუბნება, მე არ მაინტერესებს, ფული გამოყოფილია, სამუშაოები ჩატარებულია და წყალი თუ არ მოგდით ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არისო,"- ამბობს სოფელ ვაზისუბნის მკვიდრი დოდო ქორიძე.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ვალერიანე ფოცხვერიას თქმით, სოფელში აღნიშნული სამუშაოები შპს ,ინჟმშენი-96“-მა შეასრულა, თუმცა მათ 30- დეკემბრამდე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა უნდა წარმოადგინონ, რომ სამუშაოები პირნათლად შეასრულეს.
"ჩვენი ობიექტი ჯერ არ ჩაგვიბარებია. დეკემბრის ბოლომდე აქვთ მაგათ ვადა. მას შემდეგ ჩავიბარებთ ობიექტს, რაც მოსახლეობას წყალი ექნება,"- აცხადებს ვალერიანე ფოცხვერია.
სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიაში ამბობენ, რომ მათ ნაკისრი ვალდებულება უკვე შეასრულეს.
"ჩვენი სამუშაოები რაც იყო შესასრულებელი, უკვე დავასრულეთ. გვევალებოდა მილების გაყვანა რეზერვუარიდან ოჯახებამდე. მაგრამ სოფელს წყლის რეზერვუარი პატარა აქვს, რის გამოც ბუნებრივია ოჯახებამდე წყალი არ მივა,"- აცხადებს შპს ,ინჟმშენი-96“-ის თანამშრომელი გია ჯიშკარიანი.
სოფელში დაწყებული წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი ამ დრომდე უცნობია.