„ტორპედომ“ „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა
თარიღი : 6-12-2015, 23:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ტორპედომ" მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო საშინაო მატჩში თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და მეტოქე 2–0 დაამარცხა.
სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ქუთაისელთა მხარეს იყო.
პირველი გოლი სტუმართა კარში ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა. მეორე გოლი კი 88-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ გაიატანა.
„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდ გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მხურვალედ გვქომაგობდნენ, როგორს „დინამოსთან", ასევე დღევანდელ მატჩში. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და შევეცდებით ეს დადებითი შედეგები ვაჩვენოთ "საბურთალოსთან" ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩში და „დინამოსთან“ განმეორებით სათასო თამაშში“,- განაცხადა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ შტელინმა.