Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მინისტრის მოადგილე:ჩემს სატრანსპორტო საშუალებას საჭე არც მარცხნივ აქვს და არც მარჯვნივ

თარიღი : 6-12-2015, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იმ ადამაინებს მიმართავს, რომლებიც საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას აქციით აპროტესტებენ.

"ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, მშვიდად ატარეთ თქვენი ავტოები, მათ არავინ ეხება. შეგიძლიათ მომავალში გაყიდოთ და მარცხენით შეცვალოთ. შეგიძლიათ სპორტული შეჯიბრისთვის გამოიყენოთ. ვისაც უკვე ნაყიდი გყავთ და გზაშია ისინიც დაირეგისტრირებთ უპრობლემოდ. იაპონიიდანაც შეძლებთ მარცხენასაჭიანი მანქანების ჩამოყვანას ყოველთვის. თუ ვინმე მოგიწოდებთ იმის დასაცავად და მოსაპოვებლად, რაც უკვე გაქვთ - თქვენ შეცდომაში შეყავხართ.

აქციაზე სჯობს განიხილოთ რომელი ავტომობილებით უნდა იარონ თქვენმა შვილებმა ხვალინდელ საქართველოში? საით უნდა დაიგეგმოს მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში თუ კი ორივესაჭიანი მანქანები მალე გათანაბრდება? უნდა ვუყიდოთ თუ არა ცოლებს, ქმრებს და შვილებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი როცა ჩვენ მარცხენასაჭიანს ვარჩევთ ჩვენთვის? თუ მარჯვენა/მარცხენას აღრევა გზებზე სრულიად უსაფრთხოა, მაშინ სხვა ქვეყნებმა რატომ არ შეურიეს ავტოპარკი აქამდე?

ჩემს პირად სატრანსპორტო საშუალებას - მოტოციკლეტს, საჭე არც მარცხნივ აქვს და არც მარჯვნივ, თუმცა მაშინაც კი, როცა ავტომობილი ძალიან მინდოდა და ფული არ მყოფნიდა - მარჯვენასაჭიანი არ მიყიდია... რადგან ჩემი ქვეყანა მარცხენა სტანდარტს აღიარებდა.

ღიად დაუჭირეთ მხარი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას - ეს პროგრამა მხოლოდ მარჯვენასაჭიან მანქანებს არ ეხება და ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად,"– ნათქვამია მინისტრის მოადგილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება დღეს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს.


ნანახია: 1687-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროფესიით არქიტექტორმა წლების წინ ავტოინჟინრის პროფესია მოირგო და ქართული ავტომობილის აწყობა გადაწყვიტა. ააწყო კიდეც ავტომობილი,
ავტომობილების დილერებისა და იმპორტიორებისთვის კულუარულად გახდა ცნობილი, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე ახალი რეგულაციების
მძღოლების თქმით, იაპონიიდან მარჯვენასაჭიანი ავტობილების შემოყვანის აკრძალვის შემდეგ, საქართველოში ამერიკიდან და გერმანიიდან
მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან იმ მძღოლების აქცია გაიმართება,
აქციის მონაწილეთა განცხადებით, საწვავზე ფასების მატება ქვეყანაში გადაადგილებას შეუძლებელს გახდის.
საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე შინაგან საქმეთა

ამინდი