იმერეთის საპატრულო პოლიციას უფროსმა მისამართი შეუცვალა?
თარიღი : 6-12-2015, 14:56 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს სამტრედიაში დაგეგმილი ავტორბოლა აღარ ჩატარდება. რბოლის ჩაშლის მიზეზი იმერეთის საპატრულო პოლიციის უარი გახდა. უარისშემცველი საპასუხო განცხადება რომელსაც ხელს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ამირან ვერულაშვილი აწერს, ავტო–მოტო კლუბ "იმერეთს" კახეთის მთავარი სამმართველოს ტიტულიანი ფურცლით მიუვიდა. შესაბამისად, ამავე ფურცელზე, იმერეთის საპატრულო პოლიციის მისამართად ქალაქი თელავია მითითებული. წერილში კი ნათქვამია, რომ სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, მოძრაობის მაღალი ინტენსივობის გათვალისწინებით და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციას ღონისძიების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.



შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში იმერეთის საპატრულო პოლიციის მისამართის ცვლილების მიზეზად ელექტრონულ ხარვეზს ასახელებენ.



შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში იმერეთის საპატრულო პოლიციის მისამართის ცვლილების მიზეზად ელექტრონულ ხარვეზს ასახელებენ.