ხელისუფლებისგან დაწუნებული ავტომობილების მძღოლები პარლამენტთან აქციას მართავენ
თარიღი : 6-12-2015, 14:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ დაგეგმილ იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, 2016 წლიდან საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აიკრალება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ბევრნი არიან და აღნიშნული ცვლილების მიღება ხელისუფლებას მხოლოდ დააზარალებს.
