Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ძალადობას არ აქვს გამართლება“- დისკუსია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

თარიღი : 5-12-2015, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „აკესომ“ მრგვალი მაგიდა თემაზე: „ძალადობას არ აქვს გამართლება!“ გამართა.
მრგვალ მაგიდაზე განხილული იქნა აივ-ინფიცირებულ და ნარკომომხმარებელ ქალთა ძალადობის პრობლემები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად ქალების მესამედი არის ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ქალთა მკვლელობების 40%ჩადენილია მათი პარტნიორების მიერ.
"საქართველო მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც საზოგადოების დამოკიდებულება მოწყვლად და მარგინიზირებულ ჯგუფებთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითია. დღესაც აივ დადებითი ქალები ძალადობის მსხვერპლნი არიან. ისინი მუდმივად განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას. გამოკითხვის შედეგად, მათმა უმრავლესობამ არ იცის კრიზისული ცენტრის, თავშესაფრის, ზიანის შემცირების სერვის ცენტრებისა და სხვა არსებული მომსახურების შესახებ და თუკი იცის, არ მიმართავს მათ დახმარებისათვის. ამის მიზეზად ასახელებენ გამჟღავნების შიშს, სირცხვილს, ქართულ მენტალიტეტს. საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ქალები იზოლირებული არიან საზოგადოებისაგან, მათთვის მიუწვდომელია ჯანდაცვა, ხოლო დესოციალიზაცია, და სტიგმატიზირება რიყავს მათ, როგორც საზოგადოების წევრებს და არ აძლევს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას."- განაცხადა "აკესოს" ხელმძღვანელმა ეკა გარადაფხაძემ.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს.


ნანახია: 2137-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
ხონში, კინჩხის წყალვარდნილზე, ჟურნალისტთა კონკურსის დაჯილდოება გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა პეტიცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად მოამზადეს და მას საკანონდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, მთავრობის
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
შეხვედრის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებაა. ჩვენებას სტუდენტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
"ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია", - აღნიშნული სლოგანით მოწყობილ აქციაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის

ამინდი