Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მოცეკვავეები „ნიჭიერის“ პროდიუსერებს ტყუილში ადანაშაულებენ

თარიღი : 5-12-2015, 16:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული სტუდია "ონავრების" ქორეოგრაფები და ანსამბლის მოცეკვავეები პროექტ "ნიჭიერის" პროდიუსერებს ტყუილში ადანაშაულებენ.
"ონავრების" ქორეოგრაფის ირმა მაჩიტიძის თქმით, პროექტში მათი სტუდიის 30-მდე მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, მეორე ტურშიც გადავიდნენ, თუმცა ეთერში მათი შესრულებული ნომერი არ გასულა.
როგორც ქორეოგრაფი ამბობს, სტუდიის სრული შემადგენლობა "ნიჭიერის" პროდიუსერებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისში 3 -ჯერ ჩაიყვანეს და ძვირადრირებული ფორმებიც შეაკერინეს.

"ქუთაისში ადგილობრივ კასტინგზე გავიყვანე 14 ბავშვი."ნიჭიერის" პროდიუსერმა გადამაგზვანინა ვიდეოები ფილარმონიაში პირველ ტურზე რა ნომერს შეასრულებთო. გადაგზავნილი ვიდეოებიდან ერთ-ერთი მოეწონათ და მითხრეს, რომ ამ ნომრით წარსდექით პირველ ტურშიო. ცოტა ხანში დაგვირეკეს და გვითხრეს, ჩამობრძანდით ინტერვიუები და პრომოები უნდა ჩავწეროთო. მე, 30 ბავშვი და მშობლები ჩავედით თბილისში. იმ დღეს არ უცეკვიათ. მერე მეორედ დამირეკეს ფილარმონიაში რეგისტრაციაზე უნდა გაეტაროთო. სრული შემადგენლობით ჩავედით და დილიდან დაღამებამდე შუაგულ სიცხეში ვიდექით რეგისტრაციაზე. მესამეჯერ დაგირეკავთ და გეტყვით, რომელ დღესაც ჩაიწერება თქვენი ცეკვაო და მართლაც დაგვირეკეს. ვიცეკვეთ და მთელი დარბაზი ბავშვებს ფეხზე წამოუდგა. ია ფარულავამ ბავშვებს უთხრა: ასეთი ტაში და დარბაზის მხარდაჭერა ჯერ არავის ჰქონიაო. ბავშვებმა მიიღეს 4 კი. არა მათ მხოლოდ ჟიურის მეხუთე წევრმა გვარამიამ უთხრა. ამის შემდეგ მიკავშირდებიან "ნიჭიერიდან" და მეუბნებიან, შეარჩიეთ ნომერი მეორე ტურისთვის, გამოიგვიგზავნეთ ვიდეო და გვაჩვენეთო. მართლაც შევკერეთ ფორმები გადავაგზავნეთ ვიდეო და ამის შემდეგ შეწყდა ზარები. ჩვენი ბავშვების პირველი ტური, როცა ისინი მეორე ტურში გადაიყვანეს, ისიც კი არ მოხვედრილა ეთერში. მე მათ ვუთხარი, თუ ამ ბავშვების შრომა ეთერში არ გავა ნუ მაწვალებთ და რამდნეჯერმე 40-მდე ადამიანს ნუ ჩამოგვიყვანთ თბილისში-თქო. მათ მითხრეს, რას ბრძანებთ, აუცილებლად გავა ეს შესანიშნავი ნომერი ეთერშიო. ბავშვები არიან იმედგაცრუელებულები, ტელევიზორის დანახვაც არ უნდათ, ელოდებოდნენ ყოველ ორშაბათს, აგერ გავალთ, აგერ გავალთო და ფაქტი სახეზეა: რამდენიმე წამითაც კი არ ჩაგვსვეს. ბავშვები ამ სტრესიდან როდის გამოვლენ არ ვიცი, "- ამბობს ქორეოგრაფი ირმა მაჩიტიძე.


ნანახია: 6576-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–მა კი, პროექტის ორ მონაწილეს სიურპრიზი მოუწყო და ქუთაისელ ზურა ბალანჩივაძეს და გიორგი კაპანაძეს
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
მოზარდი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსების რეკომენდაციით ის თბილისში გადაიყვანეს.
ქუთაისში მცხოვრები ლ. გ. საპატრულო პოლიციას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ამინდი