Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელმა ავტოინჟინერმა ავტომანქანა ააწყო, რომელსაც საჭე შუაში აქვს

თარიღი : 5-12-2015, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვასთან დაკავშირებით მძღოლები აპროტესტებენ.
აღნიშნული პრობლემა არ აწუხებს ქუთაისელ ავტოინჟინერ ვახტანგ დვალიშვილს. პროფესიით არქიტექტორმა წლების წინ ავტოინჟინრის პროფესია მოირგო და ქართული ავტომობილის აწყობა გადაწყვიტა. ააწყო კიდეც ავტომობილი, რომელსაც საჭე შუაში აქვს.
როგორც ავტოინჟინერი ამბობს, ავტომობილის ძრავის ტექნიკური მახასიათებელი "ჯიგულის" ანალოგზე ააწყო, მოდელს კი შვილის სახელი "მარი" უწოდა. 1975 და 1985 წლებში ქუთაისში აწყობილი ავტომობილებით ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობა უკვე მოასწრო.
"პირველი ავტომობილი სახლში, პირდაპირ ოთახში ავაწყვე. შემდეგ ფანჯრიდან გადმოვიტანე. მეორე მოდელი 1985 წელს ავაწყვე. ეს მანქანები წლები კორპუსის ეზოში მყავდა დაყენებული, ახლა კი მისი აღდგენა გადავწყვიტე. მესმის, მარტივი არ არის მძღოლებისათვის ახალ კანონთან შეგუება, მაგრამ მე არც მარჯვენა და არც მარცხენასაჭიანი ავტომობილების თემა მაწუხებს,"- ამბობს ვახტანგ დვალიშვილი.


ნანახია: 20883-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იმ ადამაინებს მიმართავს, რომლებიც საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების
მძღოლების თქმით, იაპონიიდან მარჯვენასაჭიანი ავტობილების შემოყვანის აკრძალვის შემდეგ, საქართველოში ამერიკიდან და გერმანიიდან
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა 'სუბარუს' მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადატრიალდა.
მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან იმ მძღოლების აქცია გაიმართება,
აქციის მონაწილეთა განცხადებით, საწვავზე ფასების მატება ქვეყანაში გადაადგილებას შეუძლებელს გახდის.

ამინდი