Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალი წლიდან ხონში სათვალთვალო ვიდეო კამერების დამონტაჟება იგეგმება

თარიღი : 4-12-2015, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ა(ა)იპ კომუნალური სერვის - ცენტრის თანამშრომლები დაზიანებულ ლამპიონებს ცვლიან. ასევე, მიმდინარეობს სკვერში დამონტაჟებული ჯვარის შეღებვა.

,,უკვე მერამდენედ გვიხდება სკვერში განათების განახლება. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების ვანდალური ქმედებების გამო, ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ: დამტვრეულია ნათურები, ხელოვნურად დაზიანებულია ელექტროსადენები და ასობით ლარს ვხარჯავთ, რომ ქალაქს იერსახე შევუნარჩუნოთ. ახალი წლიდან ქალაქში სათვალთვალო ვიდეო კამერების დამონტაჟებას ვგეგმავთ, რაც დაგვეხმარება, რომ გამოვავლინოთ ის პირები, რომლებიც ასე მიზანმიმართულად ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გატარდება," - განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძემ.


ნანახია: 2226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ქალაქის ქუჩებში აუდიო- ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღმწერი აპარატურის შესაძენად ტენდერს აცხადეს.

ამინდი