Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გია გოქაძე: ზაზა მარუაშვილი ქუთაისში ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას ხელების გადაგრეხვის პოლიტიკით ცდილობს

თარიღი : 9-10-2013, 13:30 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი გია გოქაძე „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
გია გოქაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზაზა მარუაშვილი გიორგი მარგველაშვილისათვის ქუთაისში ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას ხელების გადაგრეხვის პოლიტიკით ცდილობს.
„ზაზა მარუაშვილი გარდა იმისა, რომ ტერიტორიულ ორგანოებში დადის და ამას არც უარყოფს, 4 ოქტომბერს, მან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში ქალაქში არსებული საჯარო სკოლების დირექტორები შეკრიბა. 35 საჯარო სკოლის დირექტორს მარუაშვილმა მიანიშნა, რომ თუ ისინი „ოცნების“ მხარეს არ დაიჭერდნენ, მათ სავარძლებს საფრთხე შეექმნებოდა. ქუთაისში 2 500-მდე მასწავლებელია, რომელთაც „ქართული ოცნების“ შტაბში იბარებენ და მათი კოალიციის მიკროკოორდინატორებად გადაქცევა უნდათ. ზაზა მარუაშვილი ასევე, ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ ბაღების დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბებას დაჰპირდა. მარუაშვილს თვითმმართველობის საქმეებში ჩარევას არავინ ეკითხება,“ - ამბობს გია გოქაძე.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშულებდნენ, თუმცა გოქაძე ამტკიცებს, რომ „ჩვენ მსგავსი ფორმით არავისთან გვქონია ურთიერთობა. მეორე ტური აუცილებლად გაიმართება და მეორე ტურში ბაქრაძე აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას,“ - ამბობს გია გოქაძე.
გოქაძის ბრალდებებს პასუხობენ „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის ქუთაისის შტაბში. შტაბის უფროსი, ზაზა მარუაშვილი სკოლებისა და ბაღების მასწავლებლებთან შეხვედრებს არ უარყოფს, თუმცა, ამბობს, რომ ეს არ იყო საარჩევნო ფორმატის შეხვედრები.
"გოქაძის განცხადებებზე წესით არც უნდა ვაკეთებდე კომენტარს, რადგან, უკვე მეორედ აქვს მისი მხრიდან აშკარა ცილისწამებას ადგილი. მე მოვუწოდებ მას, თავი დაანებოს ჩვენსკენ თითის გამოშვერას და გადაიხედოს წარსულში რას და როგორ აკეთებდა. გოქაძის მეთოდებით მე არ ვმუშაობ. დიახ, ჩვენ ვხვდებოდით პედაგოგებს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ პრობლემებზე საუბარი და ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები. მე, როგორც შტაბის უფროსს, არასდროს შემიღია არც ერთი სასწავლო დაწესებულების კარი და არც არავინ დამიბარებია შტაბში,"–აცხადებს „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ქუთაისის შტაბის უფროსი ზაზა მარუაშვილი.


ნანახია: 3110-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი ზაზა მარუაშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი
პარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შტაბის უფროსი ზაზა მარუაშვილი წარუდგინეს.
კოალიციის აქტივისტებმა ჯერ ფოიერვერკი გაუშვეს, ხოლო ამ წუთებში კოალიციის დროშებით ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიასთან
ქვეყნის პრემიერს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს ქუთაისში, 13 ოქტომბერს
ქართული ოცნების“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსის მოვალეობას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის
გია გოქაძე ქალაქის კრიზისულ სიტუაციამდე მიყვანაში ბრალს ოთხ პიროვნებას დებს.

ამინდი