3 დეკემბერი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თარიღი : 3-12-2015, 22:09 | კატეგორია: ახალი ამბები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს რამდენიმე ღონისძიებით შეუერთდა.
აწსუ–ს უწყვეტი განათლების ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,დიალოგი თანასწორობისთვის’’, რომელშიც მონაწილეობას აწსუ სტუდენტები, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები და შშმ პირები ღებულობდნენ.
გარდა ამისა, აწსუ მწვანე დარბაზში უნივერსიტეტის სტუდენტების პოეზიის საღამოდა პოეტ ანა ლორთქიფანიძის ლექსების კრებულის –,,ცა იმედად’’ პრეზენტაცია გაიმართა. ხოლო სასწავლებლის ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში შშმ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ბენეფიციართა და ჭყონდიდის ეპარქიის - სუჯუნის წმინდა გიორგის დედათა მონასტრის, მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ხელნაკეთი ნამუშევრებისა და ნახატების ერთობლივი გამოფენა - გაყიდვა მოეწყო. გამოფენაში განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“(ხელმძღვანელი ირინე აბდალაძე), ქუთაისის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი (ხელმძღვანელი მაია ნუცუბიძე), თანაბარი ჩართულობის ცენტრი (ხელმძღვანელი დარეჯან ჩხიროძე), შშმ პირთა იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია „სრულფასოვანი ცხოვრებისათვის“ (ხელმძღვანელი მერაბ ქვარიანი) და შშმ ბენეფიციართა დღის ცენტრი „ვალენტინი“ (ხელმძღვანელი იზოლდა მახათაძე) მონაწილეობდა.
ტრადიციულად, ღონისძიების ყველა მონაწილემ პოსტერზე ,,ჩვენ ერთნი ვართ’’ ხელმოწერები გააკეთა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, აწსუ ფოიეში ანსამბლებმა ,,ადილა’’ და ,,კოლხა’’ რამდენიმე ნომერი შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს, აწსუ ადმინისტრაციისაგან შშმ პირებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეხუთე წელია რაც შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.