Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების საჩუქრები შშმ ბავშვებს

თარიღი : 3-12-2015, 21:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით, ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს-„ჯადოსნურ სამყაროს“ ესტუმრნენ.გაერთიანების მმართველმა ელისო ქაროსანიძემ დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრად ტკბილეული და წიგნები გადასცა, ხოლო გაერთიანებაში შემავალი აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლისა და გიორგი დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ანსამბლებმა დღის ცენტრში მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.

ელისო ქაროსანიძის განცხადებით, აქციის მიზანს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და აღნიშნულ საქმეში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა წარმოადგენს.

შშმ ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნურ სამყაროს“ ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი კურირებს. ცენტრში 30-მდე ბენეფიციარი იმ უნარ-ჩვევებს ეუფლება, რაც საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.


ნანახია: 2517-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სიყვარულის დღის“ აღნიშვნა ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ტრადიციად იქცა და უკვე მესამე წელია იმართება.
ქუთაისელმა ჩინოვნიკებმა ქველმოქმედებისათვის სიგელები მიიღეს.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
საქველმოქმედო აქცია კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით უკვე მეორე წელია ტარდება.
კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქუთაისის მერიის კულტურის

ამინდი