ელისო ჩაფიძე:2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი აქტიურად იქნება ჩართული
თარიღი : 3-12-2015, 21:09 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ადასტურებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად იქნება ჩართული. როგორც ჩაფიძე განმარტავს, კოალიცია „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებულია, მისი მეშვეობით მოვიდა აღნიშნული კოალიცია ხელისუფლების სათავეში და ივანიშვილის ჩართულობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ლოგიკურია.
„ბიძინა ივანიშვილისა და მისი სახელის დამსახურებაა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება" ხელისუფლების სათავეში მოვიდა და სრულიად ბუნებრივია, რომ 2016 წლის არჩევნებში ბატონი ბიძინა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ბატონი ბიძინა ბოლო შეხვედრაზეც გვესაუბრა და, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელიც კი იქნებოდა, მას რომ მონაწილეობა არ მიეღო 2016 წლის არჩევნებში. მისი აზრი ჩვენი კოალიციისთვის საარჩევნო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.