Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა შესაძლოა 300 ლარით დაჯარიმდეს

თარიღი : 3-12-2015, 21:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა, 300 ლარიანი ჯარიმით შეიცვალოს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა შსს-ში განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც ხუციშვილმა განმარტა, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს ითვალისწინებს. მისივე თქმით, ახალი მიდგომის შემუშავება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მოხდა და ეს ახალისებს ახალი ავტომობილების შემოყვნას და ძველი ავტომობილების განბაჟებას უფრო მეტად ამკაცრებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იმისთვის, რომ მოსახლეობის ნაკლებად შეძლებულ ფენებს არ გაუძვირდეთ სატრანსპორტო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, მოტოციკლეტების, მოპედების განბაჟება მაქსიმალურად იაფი ხდება და ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადისა, ისინი აქციზის მიხედვით განბაჟდებიან, როგორც ეს არის ავტომობილების შემთხვევაში.
შლვა ხუციშვილის თქმით, ამ კანონპროექტის ნაწილია ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომელიც რამდენიმე სიახლეს გულისხმობს.
"მაგალითად, დღეისთვის ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სასწრაფოსთვის გზის არდათმობა მართვის მოწმობის ჩამორთმევით ისჯება, თუმცა ამის სტატისტიკა გვაქვს სავალალო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასწრაფოსთვის, სახანძროსთვის და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა ამდენად მკაცრი არ უნდა იყოს, თუმცა ადმინისტრირება უნდა გამკაცრდეს და მართვის მოწობის ჩამორთმევის ნაცვლად, ეს დაისჯება 300 ლარიანი ჯარიმით და ადმინისტრირება ამ მიმართულებით გამკაცრდება", - განაცხადა ხუციშვილმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, 40 კილომეტრ/საათის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბება 50 ლარიან სანქციას გამოიწვევს, ხოლო 40 კილომეტრ/საათზე ზევით სიჩქარის გადაჭარბება უფრო მკაცრად დაისჯება.
"მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობა. ალბათ, ბევრი შენიშნავდით, როდესაც თქვენ თქვენს ზოლში მოძრაობთ და ხედავთ, შუქნიშანზე გაჩერებულ ან საცობის შემთხვევაში, როგორ გადაკვეთს რომელიმე თავხედი მძღოლი და მოძრაობს პარალელურად საპირისპირო ზოლში იმისთვის, რომ გაასწროს ამ რიგს. ეს საკმაოდ დიდ პრობლემაა და ჩვენი ინფორმაციით, საცობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გამომწვევია, ამიტომ ამის მიმართაც გამკაცრდება და 300 ლარიანი ჯარიმით დაისჯება ასეთი შემთხვევები. ამ მიმართულებით ადმინისტრირებაც გამკაცრდება", - განაცხადა ხუციშვილმა.


ნანახია: 1582-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2017 წელს რამდენიმე სიახლე აქვს დაგეგმილი.
როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხუციშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მთავრობის მიერ ინიცირებული
მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა
ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის აღების გამოცდა უნდა დაიხვეწოს.

ამინდი