ქუთაისის მერი: ვცდილობთ შშმ პირებს ავუსრულოთ სურვილები
თარიღი : 3-12-2015, 13:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 პირს ქალაქის მერიამ გამათბობლები გადასცა. გარდა ამისა, იმ ნაწილს, რომელთაც სმენასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია, ხმოვანი საათები, ხმოვანი წნევისა და შაქრის საზომი აპატარები და სავარჯიშო მოწყობილობები გადასცეს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლებაში აცხადებენ, გამათბობლების შერჩევა შშმ პირთა სურვილისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მოხდა.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა მიემართება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების მოგვარებას ეხება.
"ეს დღე და ყოველი დღე შეგვახსენებს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სხეულის გარკვეული შეზღუდვა გააჩნია, ხელისუფლებამ გარემოს ადაპტაცია უნდა მოახდინოს. ჩვენ ყველა ღონისძიებაზე ვეპატიჟებით ამ ადამიანებს, ვისმენთ მათ სურვილებს და ვცდლობთ ავუხდინოთ. ამ ადამიანებისათვის ქუთაისში ახლარეაბილიტირებულ ყველა ქუჩაზე ხდება პანდუსების მოწყობა," - ამბობს შოთა მურღულია.
3 დეკემბერს, შშმ პირთა დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.