Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

3 დეკემბერს იმერეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვაა

თარიღი : 3-12-2015, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მიმდინარე კვირაში სააქციო საზოგადოება "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

ქუთაისი. მიმდინარე წლის 03 დეკემბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ავტოქარხანაში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:30-დან 13:30 საათამდე, ეტაპობრივად, 20-20 წუთით ძაბვა შეუწყდებათ აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალი ფიდერების მომხმარებლებს ქ. ქუთაისის ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში შემავალ ქუჩებზე.

ხარაგაული. 03 დეკემბერს 11:00-16:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ძაბვა შეუწყდება მ/ძ ქვესადგურ „მოლითი წევას“ დაახლოებით 1870 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახანი, ბაბი, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ქვები, ჭარტალი, მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი.

ტყიბული. 03 დეკემბერს, სს „საქართველოს რკინიგზის“ მოთხოვნით, 10:00-14:00 საათამდე გამოირთვება მ/ძ ქვესადგური „ხრესილი წევა“, რის გამოც ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური.

ზესტაფონი. მ/ძ ქვესადგურში „ფერო-220“ 03 დეკემბერს დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00-14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აღნიშნული ქვესადგურის 10 კვ მომხმარებლებს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


ნანახია: 2125-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით
მიმდინარე კვირაში სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.
"ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალი მიმდინარე წლის 5-7 ნოემბერს ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების

ამინდი