Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში დაბადებული 480 ბიჭიდან 358-ს ივანიშვილის პატივსაცემად ბიძინა დაარქვეს

თარიღი : 3-12-2015, 00:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელით საჩხერის საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგ სოფიო ცერცვაძის ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: "ბატონი ბიძინას პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ საჩხერეში 480 ბიჭი დაიბადა და აქედან 358-ს ბიძინა დაარქვეს. მეტიც, ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც გოგონა გაუჩნდა, ექიმებს ეხვეწებოდა - როგორმე ჩემს შვილს ბიძინია დაარქვითო"(?!)

ჩვენ მსახიობსა და პაროდისტ ბიძინა მახარაძეს დავუკავშირდით:
- გამოგიტყდებით და, ეს ამბავი სულაც არ მაკვირვებს, რადგან ახალშობილს სახელს ყოველთვის პირადი სიმპათიის მიხედვით არქმევენ. მაგალითად, იაპონიაში შოთა ჩოჩიშვილის ჭიდაობის შემდეგ, 100 ათასმა იაპონელმა დაარქვა თავის შვილს შოთა, ჰოდა, რა გასაკვირია საჩხერეში ბიძინას პატივისცემით ბავშვებს ბიძინა რომ დაარქვეს? ეს არ არის ძალიან გავრცელებული სახელი. შეიძლება მესაკუთრე ვარ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ბიძინა მარტო მე ვარ.

- თქვენ რა დაარქვით შვილებს?
- მეც ჩემს შვილებს სახელები სწორედ პირადი სიმპათიის მიხედვით დავარქვი: ძალიან მიყვარდა ცნობილი იუმორისტი არკადი რაიკინი და მისი ხათრით ჩემს შვილს არკადი დავარქვი. ასე რომ, მე თავად ვარ ამის ჩამდენი და რაღა გამაკვირვებს? სხვათა შორის, მეც სხვისი ხათრით დამარქვეს ბიძინა: დედაჩემი სულ მეუბნებოდა - შენი სეხნია უკეთილშობილესი ადამიანი იყო და სახელიც სწორედ მისი ხათრით შეგირჩიეთო. ჩემს დასაც მე დავარქვი ცისანა იმიტომ, რომ ბავშვობაში ერთ ქალს ვიცნობდი, რომელიც მასეირნებდა, მეთამაშებოდა და გამორჩეულად მიყვარდა. ჩემი დაკვირვებით, ახალშობილებს ბიძინას უფრო აღმოსავლეთ საქართველოში არქმევენ დასავლეთში კი - ნაკლებად. თუმცა, შეიძლება მოვიდეს დრო, როცა ჩემს გურიაში, კერძოდ, მახარაძეებში, ბევრი ბიძინა გაჩნდეს...

- არ მეთანხმებით, რომ გოგონასთვის ბიძინიას დარქმევა მეტისმეტია?
- გეთანხმებით და აქვე გეტყვით, რომ იტალიაში არის მხარე, რომელსაც ბიძინი ჰქვია. ჩემს სახელთან დაკავშირებით კი, ერთ სახალისო ამბავსაც მოგიყვებით - მოსკოვში ვმუშაობდი და იქაურ ქართველ მსმენელთან მჭიდრო კონტაქტი მქონდა. ერთმა ქალბატონმა ასეთი უცნაური რამ მიამბო: გერმანიაში ბიძინას ქალებს არქმევენ, ერთხელაც, ამ ქვეყანაში ყოფნის დროს, ჩემი ქმარი მირეკავს და მეკითხება - სად ხარო? მეც მშვიდად ვუთხარი - სასტუმროში ვარ ბიძინასთან ერთად და მალე მოვალ-მეთქი. ეს კაცი გაგიჟებულა, რას ჰქვია და ბიძინასთან ერთად მარტო ხარ სასტუმროშიო? ძლივს დავარწმუნე, რომ გერმანელი დაქალი მყავდა, რომელსაც სახელად ბიძინა ერქვაო...

- იმის დასტურად, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოში სახელებს, შეიძლება სახელი ლუარსაბიც მოვიყვანოთ.
- დიახ, ასეა. ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძის შემდეგ ჩვენში ამ სახელმა პოპულარობა დაკარგა. ზარმაცი და უქნარა შვილი არავის უნდა, ამიტომ, ამ სახელს ქართველები შვილს დღესაც იშვიათად არქმევენ. ლუარსაბის სახე იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ილიას ქართველი თავად-აზნაურობა მოკვლასაც უპირებდა, ვიღაცები რომ არ გამოსარჩლებოდნენ - ახალგაზრდაა, შეცდომა მოუვიდა, ვაპატიოთ და იქნებ, მომავალში კარგი საქმეებიც ჩაიდინოსო. როგორც ჩანს, იმ ვიღაცებს ენამ უყივლა..

- თქვენს გვარზე რას გვეტყოდით? - ფილიპე მახარაძე ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ უყვარს მისი საქმიანობის გამო.
- სხვათა შორის, გვარებზე გართულება მაქვს, ისიც ვიცი, რომ მახარაძეებში ბევრი კარგი ადამიანი აღზრდილა. ფილიპე მახარაძის მოღვაწეობის შესახებ რომ წავიკითხე, ნამდვილად არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რასაც აკეთებდა, სწამდა კიდეც. სხვათა შორის, კოტე მახარაძეს ძალიან უყვარდა ეს გვარი, მახარაძეების გვარის შეკრებებზე სულ დადიოდა და ამ საზოგადოების პრეზიდენტიც იყო.

kvirispalitra.ge


ნანახია: 2408-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი ბოლო დროს ქვეყანაში და ქალაქში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ განცხადებას აქვეყნებს.
ივანიშვილის თქმით, თანხის ოდენობა, რომელიც ინსტიტუტის შენახვისთვის იქნება საჭირო ინსტიტუტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გახდება
უმაღლესი თანამდებობაც ეჭირა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მაგრამ ვერ იშოვა ფული
როგორც ჩაფიძე განმარტავს, კოალიცია „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებულია, მისი მეშვეობით მოვიდა აღნიშნული კოალიცია

ამინდი