Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გარდაცვლილი ტაქსის მძღოლის ოჯახს სოზარ სუბარი ამ დრომდე არ დაკავშირებია

თარიღი : 2-12-2015, 22:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. წუხელ, სამტრედია-აბაშის გზაზე, დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის ავტომობილი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად 68 წლის ემზარ ხონელიძე გარდაიცვალა.

"წავიდა ჩვეულებრივად სამუშაოდ, ტაქსის მძღოლი იყო... მე ასე მითხრეს, სოზარ სუბარის მანქანა იყო და მისი დაცვის წევრებიო... ჯერ არავინ ჩვენ არ შეგვხმიანებია. ჩემს შვილს უთხრა მძღოლმა, მგონი, ასე დამემართაო და ტიროდა, თურმე. ჯერ არავინ მოსულა ჩვენამდე... მეც ახალგაზრდების პატრონი ვარ, ჩემს შვილებსაც საჭე უკავია, მე ვერაფერს ვერ გეტყვით, მეუღლე ვარ, ვერ გაგცემთ პასუხს...", - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე მაგული გიორგაია.

უბედური შემთხვევიდან ცოტა ხანში შემთხვევის ადგილზე მივიდა გარდაცვლილის შვილი ზაზა ხონელიძე. ის ამბობს, რომ მისი მისვლისას ტრაგედიის ადგილზე უკვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

"ჩემმა მეგობარმა მითხრა, მამაშენს ავარია მოუვიდაო. მანქანაში ვერ გეტყვით, ვინ იჯდა. ორივე მანქანა დამტვრეული იყო, პოლიცია და სახანძრო იყო მობილიზებული.
როგორც მითხრეს, შემთხვევის შემდეგ ოთხი კაცი გადმოვიდა ჯიპიდან და ისინი ცდილობდნენ, რომ გადმოეყვანათ მამაჩემი. ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია. მე ველოდები გამოძიების პასუხებს, გავეცნობი დასკვნას და შემდეგ მივიღებ სამომავლო გადაწყვეტილებებს", - ამბობს გარდაცვლილის შვილი ზაზა ხონელიძე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დევნილთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად მინისტრი და მისი მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა ავარიის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.

ambebi.ge


ნანახია: 1964-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოზარ სუბარის ავტომობილი ტაქსს შეეჯახა. შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე წუხელ მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავებულია.
მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.

ამინდი