ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ სტადიონზე „დინამოსთან“ დამარცხდა

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოს" და თბილისის "დინამოს" მატჩი გაიმართა.
პირველი ტაიმი ფრედ, ნულით-ნული დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში "დინამოს" ფეხბურთელმა მეტოქის კარში გაიტანა გოლი.
"ვულოცავ კოლეგას დამსახურებულ მოგებას. დინამომ საკმაოდ რაციონალურად ითამაშა. ჩვენი ფეხბურთელები შეეცადნენ გაენეიტრალებინათ მეტოქის შეტევები და მათი სუსტი წერტილებით ესარგებლათ, თუმცა სუსტი წერტილები ჩვენ უფრო მეტი აღმოგვაჩნდა. რაც არ უნდა იყოს, მეორე თამაში წინაა და თბილისში უკეთეს მოედანზე, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. უნდა აღვნიშნო ასევე ჩემი გუნდის პოტენციალი, რომელიც აშკარად პროგრესირებს."- განაცხადა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ შტელინმა.