Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპორტული მოედნები მოეწყო

თარიღი : 2-12-2015, 14:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მასშტაბით არსებულ თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის 12 მოედანი მოეწყო. მოედნები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოედნებზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ბურთები გადასცეს და სიმბოლურად კარში გოლიც გაიტანეს. 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა. სამუშაოები შ.პ.ს ,,თეგიკა უნივერსალმა“ შეასრულა.

როგორც საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ აღნიშნა, თორმეტიდან ერთი მოედანი საცდელად, ხელოვნურ საფარიანი გაკეთდა. მისი თქმით საფარი განსხვავებული ტექნოლოგიისაა.

,, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ ერთეულში იყოს კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი. თუმცა აუცილებელია ასევე მისი მოვლა, ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტში ჩავდეთ მოვლა-პატრონობისთვის გარკვეული თანხები,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 1665-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო.
2015 წელს კი 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ავტოქარხნის მაჟორიტარ ბექა ყანჩელთან და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის
ქალაქის მერმა ბუკიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო იფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ბუხაიძის ქუჩაზე
სამუშაოებს ზედამხედველობას ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური უწევს.

ამინდი