Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამეგრელოში მივლინებით მიმავალი სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა

თარიღი : 2-12-2015, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, შემთხვევის შედეგად მინისტრი და მისი მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა ავარიის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. სოზარ სუბარის ავტომობილი ტაქსს შეეჯახა. შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე წუხელ მოხდა.

ავარიას მოგვიანებით მინისტრის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი გამოეხმაურა.

"უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევითობისგან დაზღვეულები... გუშინ ღამით, წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში, სოფელ მარანში რკინიგზის გადასასვლელთან. ავტოსაგზაო შემთხვევას ემხვერპლა 68 წლის ემზარ ხონელიძე. დედაჩემის სახელთან ერთად მის სახელს ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს. სოზარი მივლინებით მიდიოდა სამეგრელოში. მძღოლი და სოზარი მსუბუქად არიან დაშავებულები", - წერს მინისტრის მეუღლე.


ნანახია: 2374-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წუხელ, სამტრედია-აბაშის გზაზე, დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის ავტომობილი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად 68 წლის
სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმარი არასრულწლოვანია და ის დაწესებულებაში
ავტოსაგზაო შემთხვევა 2 იანვარს აბაშაში, სოფელ მარნის გადასახვევთან მოხდა. აღნიშნულ ტერიტრიაზე მიკროავტობუსს ჩქაროსნული
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი